пятница, 6 ноября 2009 г.

ჩვენი სკოლა ჩვენი საზრუნავია....



პროექტის მიზანი: სკოლის ეზოში სკვერის მოწყობა


პროექტის სრული აღწერა:სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები დაიყოფა 5-5 კაციან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს დიზაინს სკვერისთვის. მათგან ამოირჩევა საუკეთესო ნიმუში, თუ როგორი სკვერი უნდა გაშენდეს სკოლის ეზოში.შერჩეული დიზაინის მიხედვით შეირჩევა ადგილი სკვერისთვის, გაკეთდება ბილიკები, სკამები დასასვენებლად, დაირგვება მრავალწლიანი ხეები, ბუჩქები და ყვავილები.


პროექტში მონაწილეთა ასაკი: VIII კლასის მოსწავლეები(13-14 წელი)


პროექტის ხანგრძლივობა: გაზაფხულის ერთი თვე (აპრილი)


შესაძლო აქტივობები:დიზაინის შერჩევა, ნიადაგის მომზადება, სკამების გაკეთება და შეღებვა, მცენარეების შერჩევა და დარგვა.


სარგებელი სხვებისთვის:შეიქმნება ესთეტიური და ეკოლოგიურად სუფთა გარემო სკოლის ტერიტორიაზე. სარგებელს მიიღებს როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი.


პროექტის შედეგი:მოსწავლეებს განუვითარდებათ შრომითი უნარ-ჩვევა, ამასთან მოახდენენ საკუთარი შრომითი შესაძლებლობის რეალიზებას სასარგებლო საქმიანობისათვის როგორც მათთვის, ასევე სხვებისთვისაც. ყველაფერ ამის შედეგად სკოლაში იქნება სკვერი, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს დასვენებას.


პროექტის ფასილიტატორი: ნინო წიკლაური-Xსაჯარო სკოლის პედაგოგი


ciklaurinino@gmail.com